გვითხარით, ვინ ხართ

Berätta vem du är – georgiska

იმისათვის, რომ სამიგრაციო სამსახურმა შეძლოს გადაწყვეტილების მიღება, გეკუთვნით თუ არა თავშესაფარი შვედეთში, საჭიროა, რომ თქვენ დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა და სადაურობა. თქვენი ვინაობის გასარკვევად უნდა ჩააბაროთ ვინაობის დამადასტურებელი საბუთები.

საუკეთესო საშუალება იმის დასამტკიცებლად, თუ ვინ ხართ და რომელი ქვეყნიდან ხართ, არის თქვენს ქვეყანაში გაცემული პასპორტის ან პირადობის მოწმობის ჩაბარება. თქვენი პასპორტი ან პირადობის მოწმობა გაცემული უნდა იყოს თქვენი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულების მიერ და უნდა შეიცავდეს თქვენს ფოტოს. პირადობის დამადასტურებელ საბუთში უნდა ეწეროს თქვენი სახელი და გვარი, მოქალაქეობა და თქვენი დაბადების თარიღი. ვინაობის დამადასტურებელი საბუთი უნდა ჩააბაროთ თავშესაფრის მოთხოვნისას.

თუ პასპორტი ან პირადობის მოწმობა არ გაქვთ

თუ თავშესაფრის მოთხოვნისას ვერ ჩააბარებთ პასპორტს ან პირადობის მოწმობას, ჩვენ დაგავალებთ, რომ მოიპოვოთ და წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები. ჩვენს მიერ გაცემულ დავალებაში ეწერება, თუ რა საბუთის ჩაბარებას მოვითხოვთ და რა დროს გაძლევთ ამ დავალების შესასრულებლად.

თუ გაქვთ სხვა საბუთები, სადაც თქვენი ვინაობა ჩანს, მაგალითად, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობა, მოქალაქეობის მოწმობა, ან სამხედრო წიგნაკი, უნდა ჩააბაროთ. ცალკეული ასეთი საბუთი ვერ დაამტკიცებს თქვენს ვინაობას, მაგრამ რამდენიმე ასეთი საბუთი თქვენს ნაამბობთან ერთად სარწმუნოს გახდის თქვენს ვინაობას.

თუ თქვენი ვინაობის დამტკიცებისთვის სამიგრაციოსთან ითანამშრომლებთ, უმეტეს შემთხვევაში გაიცემა ნებართვა, რომ სანამ თქვენი თავშესაფრის საკითხის განხილვა მიმდინარეობს, შეგიძლიათ იმუშაოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამონაკლისის სახით გექნებათ მუშაობის დროებითი ნებართვა სამუშაო უფლების გარეშე (AT-UND).

უფრო ვრცლად თავშესაფრის მაძიებლობის დროს მუშაობის შესახებ (ინგლისურად)

თქვენი ვინაობის დამადასტურებელი საბუთების მოპოვებაზე თქვენ თვითონ ხართ პასუხისმგებელი. თუ გიძნელდებათ საბუთების მოპოვება, სამიგრაციო სამსახურს ის მაინც უნდა დაანახოთ, რომ ცდილობთ ამას. თუ ვერც იმას აჩვენებთ, რომ ცდილობთ თქვენი ვინაობის დამამტკიცებელი საბუთების მოპოვებას და ჩაბარებას, სამიგრაციო სამსახურს შეუძლია შეგიმციროთ დღიური დახმარება.

უფრო ვრცლად დღიური დახმარებისა და ეკონომიკური შემწეობის შესახებ (ინგლისურად)

თუ ვერ შეძლებთ თქვენი ვინაობის დამტკიცებას

შესაძლებელია შვედეთში თავშესაფრის მიღება, თუნდაც მაძიებელმა საბუთებით ვერ დაამტკიცოს თავისი ვინაობა. შეიძლება საკმარისი იყოს, რომ ადამიანმა განაცხადოს სანდო და სარწმუნო მონაცემები თავისი ვინაობისა და სადაურობის შესახებ.

თუ თქვენს ქვეყანაში გაცემული პასპორტი ან პირადობის მოწმობა არ გაქვთ და მაინც მიიღეთ შვედეთში თავშესაფარზე დადებითი პასუხი, შემდეგ, როცა შვედეთის მოქალაქეობას მოითხოვთ, უფრო დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, რადგან შვედეთის მოქალაქეობის მინიჭებისას უფრო მაღალი მოთხოვნაა ვინაობის დამტკიცებაზე.

უფრო ვრცლად ვინაობის დამტკიცების შესახებ შვედეთის მოქალაქეობის მოთხოვნისას (ინგლისურად)

ვინაობის შესახებ არასწორი მონაცემების ჩაბარება კანონის დარღვევაა. თუ აღმოჩნდება, რომ გამოიყენეთ ყალბი საბუთი პირადობის დამადასტურებლად, ან ტყუილი თქვით თქვენი ვინაობის შესახებ, სამიგრაციო სამსახურს უფლება აქვს, რომ ჩამოგართვათ შვედეთში ცხოვრების უფლება და მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი შვედეთიდან გაძევების შესახებ.

Last updated: 3 October 2019

Was the information on this page helpful to you?

Thank you for helping us improve our website!

Thank you for helping us improve our website!

Tell us how we can make this page better*






If you wish to ask the Migration Agency a question you can find our contact details under the heading Contact us.