საბანკო ბარათი თავშესაფრის მაძიებელთათვის

Bankkort till asylsökande – georgiska

საბანკო ბარათზე ფინანსური ანაზღაურება დაგერიცხებათ საემიგრაციო სამსახურიდან.

საბანკო ბარათი გადმოგეცემათ საემიგრაციო სამსახურის მიერ. საბანკო ბარათთან ერთად ასევე მიიღებთ ორ სხვადასხვა კოდს.

პინკოდი და პაროლი

საემიგრაციო სამსახურის მიერ საბანკო ბარათის გამოცემასთან ერთად მიიღებთ ორ კონვერტს – ერთს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ბარათის კოდის (პინკოდის) შესახებ და მეორეს, რომელშიც იქნება მოთავსებული ინფორმაცია თქვენი პაროლის შესახებ.

  • პინკოდს შეადგენს ოთხციფრიანი საბანკო კოდი, რომელსაც იყენებთ ფულის გადახდის ან თანხის გატანის დროს.
  • პაროლს შეადგენს ოთხციფრიანი კოდი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როდესაც გსურთ შეამოწმოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშის შესახებ ინტერნეტით, აპლიკაციით ან ტელეფონით. ანგარიშის შემოწმება ხდება შესვლით ინტერნეტ გვერდზე www.kontantkort.icabanken.seexternal link, opens in new window, აპლიკაციის ჩამოტვირთვით ან დარეკვით ICA-banken-ში ნომერზე 033-47 47 50. დამატებითი ცნობები იხილეთ ფურცელზე, რომელზეც თქვენი ბარათია მოთავსებული.
  • დაიმახსოვრეთ, რომელი ციფრული კოდი უნდა გამოიყენოთ ბარათისთვის და რომელი ანგარიშის შესამოწმებლად. ბარათი გაუქმდება კოდის სამჯერ ზედიზედ არასწორად აკრეფის შემთხვევაში. საემიგრაციო სამსახური არ ფლობს მონაცემებს თქვენი კოდების შესახებ.

საბანკო ბარათის გამოყენება

თქვენი ბარათის საშუალებით შეგიძლიათ გადაიხადოთ ან გამოიტანოთ ფული. ბარათით ფულის გადახდა ხდება შვედეთის ნებისმიერ მაღაზიაში, რომელიც იღებს ბარათებს Maestro. თქვენი შენაძენი ან თანხის გატანა უნდა დაამოწმოთ საბანკო კოდის (პინკოდის) საშუალებით.

ნაღდი ფულის მისაღებად შეგიძლიათ:

  • გამოიტანოთ თანხა ბანკომატიდან, რომელსაც დატანებული აქვს ლოგო Maestro.
  • გამოიტანოთ თანხა მაღაზიაში საბანკო ბარათით რაიმეს შეძენასთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ბოლო დებულება ძალაშია მხოლოდ მაშინ, როდესაც მაღაზიას გააჩნია ნაღდი ფული საკმარისი ოდენობით.

ბარათის ვადის შემოწმება

გირჩევთ შეამოწმოთ ბარათის ვადა, რათა თავიდან აიცილოთ ვადაგასული ბარათის გამოყენების უსარგებლო მცდელობა. ვადის გასვლის თარიღი, კერძოდ თვე და წელი მითითებულია ბარათის წინა მხარეს. ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე შეგიძლიათ მობრძანდეთ და გამოცვალოთ ბარათი.

ანგარიშის შემოწმება

ანგარიშის შემოწმება ხდება მაღაზიებში ICA ინტერნეტის, აპლიკაციის ან ავტომოპასუხის საშუალებით (თვითმმოსახურება ტელეფონი). მაღაზიაში ანგარიშის შესამოწმებლად დაგჭირდებათ თქვენი საბანკო ბარათი და პინკოდი. ინტერნეტით, აპლიკაციით ან ავტომოპასუხით ანგარიშის შესამოწმებლად დაგჭირდებათ თქვენი პაროლი და დოსიეს ნომერი. დოსიეს ნომერი ის ნომერია, რომელიც მოთავსებულია ფოტოს ქვეშ თქვენს LMA-ბარათზე.

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში

დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში ბარათი დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოთ:

  • დაურეკეთ ICA-banken-ს ტელეფონის ნომერზე 033-47 47 50. ამ შემთხვევაში უნდა მიუთითოთ თქვენი დოსიეს ნომერი, ანუ ის ნომერი რომელიც მოთავსებულია ფოტოს ქვეშ თქვენს LMA-ბარათზე.
  • განაცხადეთ პოლიციაში. დარეკეთ ან მიბრძანდით პოლიციის განყოფილებაში, ან განაცხადეთ ინტერნეტ-გვერდზე www.polisen.seexternal link, opens in new window

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ

  • ბარათი პირადი საკუთრებაა, რომელიც უნდა შეინახოთ უსაფრთხო ადგილას. თქვენ პირადად აგებთ პასუხს იმაზე, რომ ბარათი ხელთ არ ჩაუვარდეს უცხო პირებს.
  • არასდროს შეინახოთ პინკოდი საბანკო ბარათთან ერთად. დაიმახსოვრეთ კოდი, შემდეგ კი გაანადგურეთ ცნობა კოდის შესახებ.
  • იმისთვის, რათა განახორციელოთ შენაძენი ან გაიტანოთ თანხა, ყოველთვის თან უნდა იქონიოთ საბანკო ბარათი. ეს გულისხმობს იმასაც, რომ რაიმე სახის შენაძენის განხორციელება შეუძლებელია ინტერნეტით, საფოსტო შეკვეთით ან რაიმე სხვა საშუალებით, სადაც ბარათის გატარება სპეციალურ აპარატში არ ხერხდება. ბენზინის შესყიდვა შეგიძლიათ მხოლოდ ისეთ ბენზინგასამართ სადგურებზე, სადაც გადახდა ხდება მომსახურე პერსონალთან.
  • ბარათი ავტომარტურად გაუქმდება პინკოდის სამჯერ ზედიზედ არასწორად აკრეფის შემთხვევაში. ზოგიერთი ბანკომატი გაუქმებულ ბარათს იტოვებს კიდეც.
  • როდესაც ამოეწერებით საემიგრაციო სამსახურის თავშესაფრის მაძიებელთა სისტემიდან, აუცილებელია საბანკო ბარათიდან გამოიტანოთ დარჩენილი თანხა, ბარათი კი დაუბრუნოთ საემიგრაციო სამსახურს.

ინფორმაცია საბანკო ბარათის შესახებ

ბარათზე თანხის თავად შეტანას ვერ შეძლებთ, ასევე არ დაგერიცხებათ არანაირი საბანკო პროცენტი.

საემიგრაციო სამსახურს უფლება აქვს შეამოწმოს თქვენი ბარათი, მაგალითად იმ მიზნით, რათა მიიღოს ცნობები, თუ რამდენად კარგად მუშაობს/ფუნქციონირებს საბანკო გადარიცხვები თქვენს ბარათზე.

დამატებითი ცნობებისთვის

თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენს მიმღებ განყოფილებას ან საემიგრაციო სამსახურის კლიენტების მომსახურების განყოფილებას ტელეფონის ნომერზე 0771-235 235.

Last updated: 24 April 2018

Was the information on this page helpful to you?

Thank you for helping us improve our website!

Thank you for helping us improve our website!

Tell us how we can make this page better*






If you wish to ask the Migration Agency a question you can find our contact details under the heading Contact us.