The Swedish Migration Agency logotype

საცხოვრებელი

Boende – georgiska

თუ საცხოვრებელი არ გაქვთ, სანამ თქვენი თავშესაფრის საქმის განხილვა მიმდინარეობს და პასუხს ელოდებით, სამიგრაციო სამსახურს შეუძლია საცხოვრებლით დაგეხმაროთ. შეგიძლიათ თქვენ თვითონვეც მონახოთ ბინა, მაგალითად, თქვენს ნათესავებთან ან მეგობრებთან. თუ თქვენს მოძებნილ ბინაში იქნებით, მისამართი შეატყობინეთ სამიგრაციო სამსახურს, რომ სამიგრაციოს შეეძლოს თქვენთან კონტაქტი.

სამიგრაციო სამსახურის ბინაში ყოფნა

სამიგრაციო სამსახური გთავაზობთ დროებით საცხოვრებელს, სადაც შეგიძლიათ გაჩერდეთ, სანამ თქვენს საქმეზე პასუხს ელოდებით. თუ თქვენ უფულოდ ხართ, ამ საცხოვრებლის გადასახადს იხდის სამიგრაციო სამსახური.

საცხოვრებელში ყოფნის უფლების შეწყვეტა

სამიგრაციოს ბინაში ყოფნის უფლებას კარგავთ, თუ უარყოფითი პასუხი გაქვთ და გადაწყვეტილება თქვენი ქვეყნიდან წასვლის შესახებ ძალაშია შესული, ან თუ ის ვადა, რომელიც გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან გამგზავრებამდე გქონდათ დანიშნული, უკვე ამოგეწურათ. ეს წესი გეხებათ, თუ სრულწლოვანი ხართ და თუ თქვენთან ერთად არ ცხოვრობს 18 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვი, რომლის მეურვეც თქვენ ხართ.

გაიგეთ მეტი სამიგრაციო სამსახურის ბინაში ცხოვრების შესახებ (ინგლისურად)

საკუთარ მისამართზე ცხოვრება

თუ არ გსურთ სამიგრაციო სამსახურის საცხოვრებელში ცხოვრება, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოძებნოთ ბინა. ბევრს ურჩევნია, რომ მეგობრებთან ან ნათესავებთან იცხოვროს, სანამ სამიგრაციო სამსახურისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. თუ სამიგრაციო სამსახურის საცხოვრებელში არ გსურთ ყოფნა და სხვა ბინაში ხართ, ბინის ქირა თქვენ თვითონ უნდა გადაიხადოთ. თუ გადადიხართ ისეთ უბანში, რომელზეც კომუნას სამიგრაციო სამსახურში გაცხადებული აქვს, რომ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების მქონე უბანია, შეიძლება დაკარგოთ როგორც დღიური შემწეობის, ასევე განსაკუთრებული შემწეობის მიღების უფლება.

წაიკითხეთ უფრო ვრცლად საკუთარ მისამართზე ცხოვრების შესახებ

Last updated: 8 July 2020

Was the information on this page helpful to you?