The Swedish Migration Agency logotype

საკუთარი საცხოვრებელი

Eget boende – georgiska

ეს ინფორმაცია ეხება თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ელოდებიან სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებას შვედეთში ყოფნის უფლებაზე და ცხოვრობენ საკუთარ მისამართზე.

თუ არ გსურთ სამიგრაციო სამსახურის საცხოვრებელში ცხოვრება, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოძებნოთ ბინა. ბევრს ურჩევნია, რომ მეგობრებთან ან ნათესავებთან იცხოვროს, სანამ სამიგრაციო სამსახურისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. თუ სამიგრაციო სამსახურის საცხოვრებელში არ გსურთ ყოფნა და სხვა ბინაში ხართ, ბინის ქირა თქვენ თვითონ უნდა გადაიხადოთ.

მიუხედავად იმისა, სამიგრაციოს საცხოვრებელში ხართ თუ სხვა ბინაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოთ სამიგრაციო სამსახურთან კონტაქტისთვის. თუ მისამართს შეიცვლით, არ დაგავიწყდეთ, რომ სამიგრაციო სამსახურის მიმღებ განყოფილებას შეატყობინოთ თქვენი ახალი მისამართი.

ბლანკი მისამართის შეცვლის შესატყობინებლად: Adressändring (მისამართის შეცვლა), ბლანკის ნომერი Mot93 (შვედურად)PDF

ზოგ საცხოვრებელ უბანში დაბინავებამ შეიძლება გავლენა იქონიოს დღიური შემწეობის მიღების უფლებაზე

ზოგი საცხოვრებელი უბანი დგას სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე. თუ თქვენ საცხოვრებლად ასეთ უბანს აირჩევთ, შეიძლება დაკარგოთ დღიური შემწეობისა და, ასევე, განსაკუთრებული შემწეობის მიღების უფლება. ეს უფლებები შეიძლება მაშინაც დაკარგოთ, თუ სამიგრაციო სამსახურში მიუთითებთ არა იმ მისამართს, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობთ, არამედ სხვა მისამართს, მაგალითად, საფოსტო ყუთის მისამართს.

აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ, თუ ის მისამართი, სადაც თქვენ აპირებთ ცხოვრებას, ისეთ უბანში მდებარეობს, რომ სამიგრაციო სამსახურისგან ფულადი დახმარების მიღების უფლებაზე გავლენა იქონიოს.

ჩაწერეთ მისამართი

წითელი ჯვარი = თუ ამ მისამართზე გადახვალთ, შეიძლება დაკარგოთ ფულადი დახმარების მიღების უფლება

მწვანე ნიშანი = ამ მისამართზე გადასვლა გავლენას არ მოახდენს ფულადი დახმარების მიღების უფლებაზე

გაითვალისწინეთ, რომ სწორი პასუხის გასაგებად ნამდვილი მისამართი უნდა ჩაწეროთ. საფოსტო ყუთის მისამართის მითითებით პასუხს ვერ მიიღებთ.

აქ არის იმ კომუნების რუკები, რომლებმაც განაცხადეს, რომ აქვთ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების მქონე უბნები (ინგლისურად)

შემდეგაც ინარჩუნებთ უფლებას, რომ სამიგრაციო სამსახურის საცხოვრებელში მიიღოთ ადგილი

თუ ამა თუ იმ მიზეზით აღარ გიხერხდებათ საკუთარ მისამართზე ყოფნა, შეგიძლიათ საცხოვრებლად გადახვიდეთ სამიგრაციო სამსახურის იმ ბინაში, სადაც თავისუფალი ადგილია. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ იმ მიმღებ განყოფილებას, სადაც ჩაწერილი ხართ.

თუ აქ დარჩენის უფლებას მიიღებთ

თუ თქვენ საკუთარ მისამართზე ცხოვრობთ და შვედეთში ბინადრობის უფლებას მიიღებთ, თქვენ თვითონ უნდა მოძებნოთ სად იცხოვრებთ. უმეტეს შემთხვევაში, აქ ბინადრობის უფლების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში კიდევ ინარჩუნებთ სამიგრაციო სამსახურისგან ფულადი დახმარების მიღების უფლებას.

გაიგეთ მეტი, რა ხდება, თუ მუდმივი ბინადრობის უფლებას მიიღებთ (ინგლისურად)

გაიგეთ მეტი, რა ხდება, თუ დროებითი ბინადრობის უფლებას მიიღებთ (ინგლისურად)

Last updated: 2020-07-07

Was the information on this page helpful to you?