The Swedish Migration Agency logotype

ფორმის შევსების წესი Adressanmälan/Adressändring (Mot93)

Så här fyller du i blan­ketten Adres­san­mälan/​Adres­sänd­ring (Mot93) – georgiska

ფორმის ყველა ველი უნდა იყოს შევსებული და ფორმა უნდა იყოს ხელმოწერილი. თუ რომელიმე ველი შეუვსებელია, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი დღიური შემწეობის ან სპეციალური შემწეობის საკითხზე. ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ სამიგრაციო სამსახურმა შეიძლება უარი გითხრათ დღიურ შემწეობაზე ან სპეციალურ შემწეობაზე.

1. პირადი მონაცემები

შეავსეთ ყველა იმ პიროვნების სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და დოსიეს ნომერი, ვინც ახალ მისამართზე გადადიხართ, მათ შორის ბავშვებისაც.

2. განცხადებული/ახალი მისამართი

c/o:

მიუთითეთ იმ პირის სახელი და გვარი, ვისი სახელიც ბინის კარზე ან საფოსტო ყუთზე წერია. თუ კარზე ან საფოსტო ყუთზე თქვენი სახელი წერია, მაშინ c/o-ს მითითება საჭირო არ არის.

ქუჩის მისამართი:

მიუთითეთ იმ ქუჩის სახელი, რომელზეც სახლი მდებარეობს და სახლის ნომერი.

ბინის ნომერი:

თუ ბინაში ცხოვრობთ, უნდა მიუთითოთ ბინის ნომერიც, რომელიც ოთხი ციფრისგან შედგება. ბინის ნომერი შეგიძლიათ ნახოთ თქვენი სახლის სადარბაზო შესასვლელში, ბინის კარზე, საფოსტო ყუთზე, ან თქვენს ბინის კონტრაქტში.

საფოსტო ინდექსი და საცხოვრებელი ადგილი:

მიუთითეთ საფოსტო ინდექსი და ქალაქის/სოფლის სახელი.

რომელი თარიღიდან მოქმედებს მისამართი (მიუთითეთ წელი, თვე და რიცხვი):

მიუთითეთ, რომელი რიცხვიდან გაქვთ ეს მისამართი, მიუთითეთ წელი, თვე და რიცხვი.

3. სხვა მონაცემები

აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ ის, რაც თქვენი აზრით, სამიგრაციო სამსახურმა უნდა იცოდეს.

4. ხელმოწერა

თუ მისამართს იცვლის რამდენიმე სრულწლოვანი პირი, ხელი უნდა მოაწეროს ყველა მათგანმა, ვინც 18 წლის ასაკს ზევით არის.

ფორმაზე ხელის მოწერით თქვენ ადასტურებთ, რომ:

  • ყველა მონაცემი სწორი და სრულია.
  • თქვენთვის გასაგებია, რომ თუ თქვენს მისამართში რაიმე ცვლილება იქნება, ვალდებული ხართ, სამიგრაციო სამსახურს აცნობოთ.
  • თქვენთვის გასაგებია, რომ დასჯადია არასწორი მონაცემების შემოტანა, რაიმეს გამოტოვება, ან სამიგრაციო სამსახურისთვის შეუტყობინებლობა, როცა თქვენს მიერ ჩაბარებულ მისამართში რაიმე ცვლილება იქნება.

შევსებული ფორმა ჩააბარეთ ან ფოსტით გაუგზავნეთ თქვენს მიმღებ განყოფილებას.

სამიგრაციო სამსახურის მიმღები განყოფილებების სიას ნახავთ საკონტაქტო მონაცემების ვებგვერდზე:

საფოსტო და ფაქსის მისამართები (ინგლისურად)

Last updated: 2021-02-10

Was the information on this page helpful to you?