The Swedish Migration Agency logotype

სამედიცინო მომსახურების ფასი

Avgifter för sjukvård – georgiska

აქ მოცემული ფასები ძალაშია მხოლოდ თავშესაფრის იმ მაძიებლებისთვის, ვისაც აქვს LMA-ბარათი.

ვიზიტი პოლიკლინიკაში ან საავადმყოფოში

ვიზიტი ექიმთან პოლიკლინიკაში

50 კრონა

ვიზიტი ექიმთან, თუ მიმართვა* გაქვთ

50 კრონა

ვიზიტი სხვა სამედიცინო პერსონალთან, თუ მიმართვა* გაქვთ (მაგალითად, ექთანთან, ფიზიოთერაპევტთან, კურატორთან)

25 კრონა

ბავშვთა და დედათა პროფილაქტიკური სამედიცინო მომსახურება, ორსულობისა და მშობიარობის სამედიცინო მომსახურება

უფასო

ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო მომსახურება, თუ გადამდები დაავადება გაქვთ

უფასო

*მიმართვა არის წერილი, რომელსაც ექიმი უგზავნის სამედიცინო მომსახურების სხვა დაწესებულებას, როდესაც საჭიროა, რომ ჩატარდეს სპეციალური შეფასება, გამოკვლევა ან მკურნალობა. მიმართვა შეიცავს სამედიცინო ინფორმაციას, მაგალითად, რა სიმპტომები გაქვთ, როგორ გრძნობთ თავს, ან რა დაზიანებები და დაავადებები გაქვთ გადატანილი. სამედიცინო დაწესებულება, სადაც მიმართვა გაიგზავნა, თვითონ დაგიბარებთ გამოკვლევაზე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება

საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ვიზიტის ფასი სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაა. ფასის ნახვა შეგიძლიათ შესაბამისი რეგიონის ან ოლქის ვებგვერდზე, ან სამედიცინო მომსახურების ვებგვერდზე 1177, სადაც შეარჩევთ შესაბამის რეგიონს.

სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარება

ვიზიტი საზოგადოებრივ კლინიკაში (Folktandvård) კბილის ექიმთან ან სხვა კბილის ექიმთან, ვისთანაც გაგაზავნით კბილის ექიმი საზოგადოებივი კლინიკიდან

50 კრონა

ვიზიტი კერძო კბილის ექიმთან საზოგადოებივი კლინიკის რეკომენდაციის გარეშე

კბილის ექიმის სრული ფასი

როგორ იხდით სამედიცინო მომსახურების ღირებულებას

ყოველთვის იკითხეთ იქ, სადაც სამედიცინო მომსახურებას გიწევენ, მაგალითად, პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში თუ კბილის ექიმთან, თუ როგორ უნდა გადაიხადოთ თქვენი ვიზიტისთვის. გადახდის წესი სხვადასვა ქალაქში სხვადასხვაგვარია. ზოგან შესაძლებელია, რომ საბანკო ბარათით ან ნაღდი ფულით გადაიხადოთ, ზოგან კი არჩევენ, რომ სახლში გამოგიგზავნონ ანგარიში. თუ გეტყვიან, რომ მხოლოდ ასეთი ანგარიშით ხდება გადახდა, იკითხეთ, თუა შესაძლებელი, რომ მოგვიანებით მიაკითხოთ და ადგილზე გადაიხადოთ, რადგან თავშესაფრის მაძიებლებისთვის ამ საშუალებით გადახდის შესაძლებლობები შეზღუდულია.

წამალი

რეცეპტით გამოწერილი წამლებში ძირითადად იხდით მხოლოდ 50 კრონას. იშვიათად შეიძლება მოხდეს, რომ რეცეპტიანი წამლის ფასი 50 კრონაზე მაღალი იყოს. 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეცეპტით გამოწერილი წამლების უმრავლესობა უფასოა.

შეღავათიანი მგზავრობა საავადმყოფოს ნებართვით

თუ საავადმყოფომდე შეღავათიანი მგზავრობა გეკუთვნით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაიხდით მაქსიმუმ 40 კრონას.

ანაზღაურება სამიგრაციო სამსახურისგან

ქვემოთ აღწერილია, თუ როდის შეგიძლიათ სამიგრაციო სამსახურს სთხოვოთ განსაკუთრებული შემწეობა თქვენი სამედიცინო მომსახურების ხარჯებისა და რეცეპტით გამოწერილი წამლების ხარჯების გამო.

თუ თქვენი ხარჯები აღემატება 400 კრონას

თუ ექვსი თვის განმავლობაში დაგეხარჯათ 400 კრონაზე მეტი ექიმთან ვიზიტის, საავადმყოფოში შეღავათიანი მგზავრობის, რეცეპტიანი წამლის და სხვა სამედიცინო მომსახურებისთვის (მაგალითად, ფიზიოთერაპევტთან), შეგიძლიათ ითხოვოთ განსაკუთრებული შემწეობა. სამიგრაციო სამსახურს შეუძლია, რომ აგინაზღაუროთ ის ხარჯი, რაც ექვსი თვის ფარგლებში 400 კრონის ზევით გაქვთ გადახდილი. ამისათვის საჭიროა წარადგინოთ ქვითრები (და არა ანგარიშის ფურცელი), საიდანაც ჩანს, რომ უკვე 400 კრონაზე მეტი გაქვთ გადახდილი. რაც შეეხება წამლებს, უნდა წარადგინოთ რეცეპტი და ქვითრის ის ნაწილი, სადაც თქვენი სახელი და გვარი წერია.

თუ სპეციალისტ ექიმს მიმართვის გარეშე შეხვდებით, მაღალ გადასახადს გადაიხდით, მაგრამ ეს გადასახადი არ ჩაითვლება იმ 400 კრონაში, ანუ იმ ხარჯებში, რომელიც გასაკუთრებული შემწეობის მიღების საფუძველს გაძლევთ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება და წამლები

სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გაღებული ხარჯები არ შედის იმ 400 კრონაში, რაც ზემოთ არის აღწერილი, მაგრამ შეგიძლიათ, რომ ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ითხოვოთ ცალკე დახმარება თქვენს მიერ გადახდილი ფულის იმ ნაწილზე, რომელიც 50 კრონის ზევით გადაიხადეთ. იგივე წესი მოქმედებს სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარების დროსაც, ოღონდ იმ პირობით, თუ სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარება დაგჭირდათ იმ დროს, როცა საზოგადოებრივი სტომატოლოგიური მიმღები დაკეტილი იყო, ან არ ჰქონდა დრო, რომ მიეღეთ მაშინ, როცა სასწრაფო სტომატოლოგიური დახმარება გჭირდებოდათ.

სამედიცინო დახმარების სასწრაფო განყოფილებაში ვიზიტის შემდეგ, რაც შეიძლება მალე მიიტანეთ გადახდილი თანხის ქვითარი სამიგრაციო სამსახურში და დაწერეთ განცხადება განსაკუთრებული შემწეობის შესახებ.

ასევე შეგიძლიათ ითხოვოთ ცალკე ანაზღაურება, თუ რეცეპტით გამოწერილი წამალი ღირდა 50 კრონაზე მეტი.

თუ საბოლოო უარი გაქვთ

სამიგრაციო სამსახურისგან ეკონომიკური შემწეობის მიღების უფლება შეგიწყდებათ, თუ უკვე გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა უნდა დატოვოთ და თუ მეტი გასაჩივრების უფლება უკვე აღარ გაქვთ. ასეთ შემთხვევაში სამიგრაციო სამსახურს უნდა დაუბრუნოთ LMA-ბარათი და ვეღარც სამედიცინო მომსახურების ან რეცეპტიანი წამლის ფულს აგინაზღაურებენ.

Last updated: 3 October 2019

Was the information on this page helpful to you?