თავშესაფრის მაძიებლის ეკონომიკური დახმარება

Ekonomiskt stöd för asylsökande – georgiska

პირველ რიგში თქვენი საკუთარი ფულით უნდა შეინახოთ თავი. თუ არ გაქვთ შემოსავალი და არც ქონება, შეგიძლიათ ითხოვოთ ეკონომიკური დახმარება სამიგრაციო სამსახურისგან. ეკონომიკური დახმარება რამდენიმე ნაწილისგან შედგება: დღიური შემწეობა, საბინაო შემწეობა და განსაკუთრებული შემწეობა.

თავშესაფრის მოთხოვნისას სამიგრაციო სამსახურს უნდა გააცნოთ, რამდენი ფული გაქვთ ან რა ქონებას ფლობთ. თუ არ გაქვთ ფული და საკუთარი ქონება, დაგინიშნავენ დღიურ შემწეობას, რომელმაც უნდა დაფაროს თქვენი ყოველდღიური ხარჯები.

თუ თქვენი ეკონომიკური სიტუაცია შეიცვლება, მაგალითად, თუ მუშაობას დაიწყებთ, ვალდებული ხართ, რომ სამიგრაციო სამსახურს შეატყობინოთ. თუ შემოსავალი გაქვთ და ამავე დროს იღებთ დახმარებას სამიგრაციო სამსახურისგან, ეს დანაშაულია. თქვენი დღიური შემწეობის ოდენობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს მისამართის შეცვლამაც. ამიტომ, თუ სხვაგან გადადიხართ, ყოველთვის უნდა შეატყობინოთ სამიგრაციო სამსახურს.

უფრო ვრცლად: რა უნდა გააკეთოთ, თუ მიიღებთ სამსახურის შემოთავაზებას, როცა გადაწყვეტილება თქვენს საქმეზე ჯერ არ მოსულა (ინგლისურად) 

დღიური შემწეობის მიღების უფლება შეგიწყდებათ

თუ თქვენ უკვე გაქვთ გადაწყვეტილება შვედეთის დატოვების შესახებ და თუ ეს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული, ან თუ გამგზავრებისთვის დანიშული ვადა უკვე ამოგეწურათ, მაშინ თქვენ კარგავთ ეკონომიკური დახმარების მიღების უფლებას. ეს ეხება ყველა სრულწლოვანს, რომელიც არ ცხოვრობს 18 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვთან ერთად, რომლის მეურვეც თვითონ არის.

დღიური შემწეობა

დღიური შემწეობის ოდენობა სხვადასხვაა და დამოკიდებულია იმაზე, ცხოვრობთ სამიგრაციო სამსახურის ისეთ საცხოვრებელში, სადაც კვება უფასოა, თუ ისეთ ბინაში ხართ, სადაც კვება არ არის უფასო.

თუ სამიგრაციო სამსახურმა დაგინიშნათ დღიური შემწეობა, მოგცემენ საბანკო ბარათსაც, რომელიც დაკავშირებულია იმ ანგარიშთან, სადაც შემწეობა გერიცხებათ.

უფრო ვრცლად თავშესაფრის მაძიებლის საბანკო ბარათის შესახებ (ინგლისურად)

დღიური შემწეობა საცხოვრებელში, სადაც კვება უფასოა

  • 24 კრონა დღეში სრულწლოვან მარტო მცხოვრებს
  • 19 კრონა დღეში სრულწლოვანს, რომელიც სხვასთან ერთად იზიარებს საოჯახო ხარჯებს
  • 12 კრონა დღეში 17 წლამდე ასაკის ბავშვს.

დღიური შემწეობა საცხოვრებელში, სადაც კვება არ არის უფასო

  • 71 კრონა დღეში სრულწოვან მარტო მცხოვრებს
  • 61 კრონა დღეში სრულწლოვანს, რომელიც სხვასთან ერთად იზიარებს საოჯახო ხარჯებს
  • 37 კრონა დღეში 0-3 წლის ასაკის ბავშვს
  • 43 კრონა დღეში 4-10 წლის ასაკის ბავშვს
  • 50 კრონა დღეში 11-17 წლის ასაკის ბავშვს.

თუ ოჯახში არის ორ ბავშვზე მეტი, მთლიანი დღიური შემწეობა ეძლევა ორ უფროს ბავშვს, დანარჩენ ბავშვებს ეძლევათ განახევრებული დღიური შემწეობა.

საკვების გარდა დღიური შემწეობა უნდა გასწვდეს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, სამედიცინო მომსახურებისა და წამლების, სტომატოლოგიური მომსახურების, ჰიგიენური მოხმარების ნივთების, სხვა ყოველდღიური მოხმარების ნივთებისა და თავისუფალი დროის აქტივობების ხარჯებს.

დღიური შემწეობა შეგიმცირდებათ, თუ

  • არ გვეხმარებით თქვენი ვინაობის გარკვევაში
  • არ ცხადდებით გამოძახებებზე და ამით ართულებთ თქვენი საქმის გამოკვლევას
  • უკვე უარი გაქვთ და გადაწყვეტილია, რომ ქვეყანა უნდა დატოვოთ, მაგრამ არ თანამშრომლობთ ჩვენთან, რომ მოვამზადოთ თქვენი გამგზავრება სამშობლოში.

განსაკუთრებული შემწეობა

დღიური შემწეობით ვერ იყიდით, შეგიძლიათ ითხოვოთ განსაკუთრებული შემწეობა. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ნადვილად მწვავედ გესაჭიროებათ ეს ნივთი ან ეს მომსახურება და რომ რომ თქვენ თვითონ ამისთვის საჭირო ფული არ გაქვთ. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, სათვალე, საბავშვო ეტლი, ან ზამთრის თბილი ფეხსაცმელები. სამიგრაციო სამსახური ინდივიდუალურად შეაფასებს ყოველ ასეთ განცხადებას.

შემწეობა შეიძლება მიიღოთ მხოლოდ იმ უიაფესი ალტერნატივისთვის, რომელიც საკმარისი იქნება თქვენი საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

როდესაც სამიგრაციო სამსახურში დაგიბარებენ, მაგალითად, თავშესაფრის საკითხის გამოსაკვლევად, ან მიმღები განყოფილების საქმის მწარმოებელთან შესახვედრად, ან ჯგუფურ ინფორმაციაზე, შეიძლება ითხოვოთ მგზავრობის ხარჯის ანაზღაურება. ჰკითხეთ საქმის მწარმოებელს, რომელთანაც დაბარებული ხართ.

ბლანკი - განცხადება სრულწლოვანისთვის განსაკუთრებული შემწეობის თხოვნის შესახებ, ნომერი Mot78 (შვედურად)PDF
როგორ შევავსოთ ბლანკი სრულწლოვანისთვის განსაკუთრებული შემწეობის თხოვნის შესახებ (ინგლისურად)

ბლანკი - განცხადება არასრულწლოვანისთვის განსაკუთრებული შემწეობის თხოვნის შესახებ, ნომერი Mot79 (შვედურად)PDF
როგორ შევავსოთ ბლანკი არასრულწლოვანისთვის განსაკუთრებული შემწეობის თხოვნის შესახებ (ინგლისურად)

ბლანკი - განცხადება თანმხლების გარეშე ჩამოსული ბავშვის ან მოზარდისთვის განსაკუთრებული შემწეობის თხოვნის შესახებ, ნომერი Mot72 (შვედურად)PDF

საბინაო შემწეობა

თუ მუშაობა დაიწყეთ, ან გაქვთ სამუშაო შემოთავაზება, შეგიძლიათ ითხოვოთ საბინაო შემწეობა. ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი დასაქმება სამ თვეზე დიდხანს უნდა გაგრძელდეს და, ამავე დროს, სამუშაოდ გადადიხართ ისეთ ადგილზე, სადაც სამიგრაციო სამსახურს არ გააჩნია საცხოვრებელი, რომ შემოგთავაზონ. საბინაო შემწეობის ოდენობაა

  • 850 კრონა თვეში ოჯახს
  • 350 კრონა თვეში მარტო მყოფს.

გადაწყვეტილება ეკონომიკური შემწეობის შესახებ

როცა სამიგრაციო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური შემწეობის შესახებ, ამას გაცნობებენ

  • მიმღები განყოფილების საქმის მწარმოებლის მეშვეობით, ან
  • ე. წ. საქმის გამარტივებული გაცნობით.

საქმის გამარტივებული გაცნობა ნიშნავს, რომ სამიგრაციო სამსახური გამოგიგზავნით გადაწყვეტილებას ჩვეულებრივი წერილის სახით იმ მისამართზე, რომელიც თქვენ გაქვთ ჩაბარებული. მეორე დღეს იმავე მისამართზე გამოგიგზავნიან კიდევ ერთ წერილს, სადაც წერია, რომ წინა დღეს გადაწყვეტილება გამოგიგზავნეს. ეს კეთდება იმისთვის, რომ შეცდომის რისკი ნაკლები იყოს. წერილების გამოგზავნიდან ორი კვირის შემდეგ სამიგრაციო თვლის, რომ თქვენ მიიღეთ ინფორმაცია (ჩაიბარეთ და გაეცანით). როდესაც ითვლება, რომ ინფორმაცია ჩაიბარეთ, იმ დღიდან გაქვთ სამი კვირის ვადა, თუ გსურთ, რომ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ეკონომიკური შემწეობის შესახებ.

თუ არ მოხერხდა იმ მისამართის გამოყენება, რომელიც მოგვეცით, და თუ შვედეთში ოფიციალურად ხართ ჩაწერილი სხვა მისამართზე, მაშინ გადაწყვეტილება და საკონტროლო წერილი შეიძლება ჩაწერის მისამართზე გამოგიგზავნონ.

სანამ თქვენი საქმე სამიგრაციო სამსახურს ეკუთვნის, მნიშვნელოვანია, რომ მიმღებ განყოფილებას აცნობოთ თქვენი მოქმედი მისამართი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მითითებულ მისამართზე რეგულარულად უნდა შეამოწმოთ თქვენი წერილები. თუ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ, შეიძლება გასაჩივრების პასუხი სასამართლომაც გამარტივებული წესით გაცნობოთ.

თუ გასაჩივრება გსურთ

თუ თვლით, რომ სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება თქვენი ფულადი დახმარების შესახებ მცდარია, გაქვთ გასაჩივრების უფლება. გასაჩივრება სამიგრაციო სამსახურს უნდა მიაწოდოთ სამი კვირის ვადაში იმ დღიდან, როცა ითვლება, რომ შეგატყობინეს გადაწყვეტილება (ჩაიბარეთ და გაეცანით). თუ სამიგრაციო სამსახური გასაჩივრების შედეგად არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, თქვენს გასაჩივრებას გადაუგზავნიან ადინისტრაციულ სასამართლოს, რომელიც კიდევ ერთხელ განიხილავს გადაწყვეტილებას. თუ არც სასამართლო დააკმაყოფილებს თქვენს გასაჩივრებას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში.

უფრო ვრცლად გასაჩივრების შესახებ (ინგლისურად)

თუ შეკითხვები გაქვთ დღიური შემწეობის ან სხვა სახის დახმარების შესახებ

თუ გაქვთ ზოგადი ხასიათის შეკითხვები თავშესაფრის მაძიებლის ეკონომიკური დახმარების შესახებ, შეგიძლიათ დაურეკოთ სამიგრაციო სამსახურს, მაგრამ თუ შეკითხვები გაქვთ კონკრეტულად თქვენი ფულადი დახმარების შესახებ, პირადად უნდა მიაკითხოთ მიმღებ განყოფილებას. სამიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა შეიძლება ამ საკითხებზე ტელეფონზე ვერ ისაუბრონ, რადგან მათ ევალებათ საიდუმლოს დაცვა. მიმღებ განყოფილებაში მისვლისას თან იქონიეთ თქვენი LMA -ბარათი.

Last updated: 3 October 2019

Was the information on this page helpful to you?

Thank you for helping us improve our website!

Thank you for helping us improve our website!

Tell us how we can make this page better*






If you wish to ask the Migration Agency a question you can find our contact details under the heading Contact us.