როგორ ვითხოვოთ დღიური შემწეობა
Instruktioner till ansökan om dagersättning – georgiska
როგორ შევავსოთ განცხადების ბლანკი დღიური შემწეობის დანიშვნაზე (Mot23). გამოიყენეთ ეს ბლანკი, თუ თავშესაფრის მაძიებელი ხართ და დღიური შემწეობის დანიშვნას ითხოვთ.
- አማርኛ (amhariska)
- العربية (arabiska)
- Azərbaycanca (azerbajdzjanska)
- English (engelska)
- Español (spanska)
- پارسی (persiska)
- Français (franska)
- Bosanski, hrvatski, srpski (kroatiska)
- Монгол хэл (mongoliska)
- يه دری (dari)
- Русский (ryska)
- Shqip (albanska)
- Swedish (svenska)
- ትግርኛ (tigrinska)
- Oʻzbek (uzbekiska)
1. პირადი მონაცემები
განცხადებაში მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები და საკონტაქტო მონაცემები. განცხადებაში ჩაწერეთ თქვენი გვარი და სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა და თქვენი საქმის ნომერი, რომელიც სამიგრაციო სამსახურისგან გაქვთ.
2. ეკონომიკური დეკლარაცია
შემოსავლები: შეავსეთ, გაქვთ თუ არა შემოსავალი, მაგალითად, ხელფასი, ან ფულადი დახმარება რომელიმე დაწესებულებიდან ან ორგანიზიციიდან, მაგალითად, ავადმყოფობის გამო დახმარება, ფასიანი დეკრეტული შვებულება, ან ფულადი დახმარება ბავშვებზე სადაზღვევო სალაროსგან.
ნაღდი ფული: შეავსეთ, გაქვთ თუ არა ნაღდი ფული და, თუ გაქვთ, რამდენი.
ეკონომიკური რესურსები: შეავსეთ, გაქვთ თუ არა მატერიალური რესურსები, მაგალითად, მანქანა, ბანკში შენახული თანხა შვედეთში ან სხვა ქვეყანაში, საკუთარი კომპანია, აქციები, ან ისეთი ქონება რომელიმე ქვეყანაში, რომელიც შეგიძლიათ გაყიდოთ და ფულის სახით მოიხმაროთ.
3. განცხადების ბოლოს საჭიროა ხელმოწერა.
ხელმოწერით ადასტურებთ, რომ
- განცხადებში ყველა მონაცემი კეთილსინდისიერად და პატიოსნად შეავსეთ და რაც დაწერეთ, სრული სიმართლეა;
- თქვენთვის გასაგებია, რომ თუ ამ მონაცემებში რამე შეიცვლება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ფულადი დახმარების მიღების უფლებაზე, მაგალითად, თუ მისამართს შეიცვლით, ვალდებული ხართ, რომ სამიგრაციო სამსახურს შეატყობინოთ;
- თქვენთვის გასაგებია, რომ თუ ამ მონაცემებს განზრახ არასწორად შეავსებთ, ეს შეიძლება ფულადი დახმარების კანონის დარღვევად ჩაითვალოს და პოლიციას გადაეცეს გამოძიებისთვის;
- თქვენთვის გასაგებია, რას აწერთ ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ განცხადება სრულად შეავსოთ, რომ სამიგრაციო სამსახურმა შეძლოს მასზე დაყრდნობით ფულადი დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. თუ განცხადება არასრულად გაქვთ შევსებული, სამიგრაციო სამსახურს დასჭირდება თქვენგან დამატებითი მონაცემების თხოვნა, რაც გამოიწვევს გადაწყვეტილების დაგვიანებას. ასევე, სამიგრაციო სამსახურს უფლება აქვს, უარი გითხრან ფულად დახმარებაზე, თუ თქვენი განცხადება არასრულია და არ ჩანს, გჭირდებათ თუ არა დახმარება.
განცხადება ჩააბარეთ ან გააგზავნეთ ფოსტით თქვენს მიმღებ განყოფილებაში.
სამიგრაციოს მიმღები განყოფილებების საფოსტო მისამართები (შვედურად)